სასტუმრო
თბილისის ისტორიული ნაწილის შუაგულში მდებარე ბუტიკ სასტუმრო „გრიფინი“ წარმოდგენილია 18 დახვეწილი და ელეგანტური ოთახით. სასტუმრო გარშემორტყმულია ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებით, მუზეუმებით, გალერეებით, მაღაზიებითა და წამყვანი რესტორნებით.
სასტუმრო ისტორიული ციხესიმაგრის ნაწილს წარმოადგენს, რაც შენობას განსაკუთრებულ ხიბლსა და მიმზიდველობას ანიჭებს. თანამედროვე, უზადო ინტერიერის დიზაინი, შერწყმული ქართულ ისტორიულ ელემენტებთან, მიმზიდველ და თვალწარმტაც გარემოს ქმნის.
მომსახურეობის მაღალი ხარისხით, დეტალებზე ორიენტირებულობით და სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით, სასტუმრო „გრიფინი“ თქვენს დასვენებასა თუ საქმიან ვიზიტს აუცილებლად დასამახსოვრებელს და შთაბეჭდილებებით აღსავსეს გახდის.













